სიმონ I

   
 1556 წელს ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის გარდაცვალების შემდგომ ქართლის ტახტზე ავიდა მისი შვილმა სვიმონ I. მამის მიერ დაწყებული საქმე მამაცმა შვილმა განაგრძო.მას ერთი წუთითაც არ შეუნელებია ყიზილბბაშთა და სხვა მოძალადეთა წინააღმდეგ ბრძოლა . პირველ რიგში ახალი მეფე თბილისის დაკავებას შეეცადა. 1561 წელს გადამწყვეტი იერიშის მიტანა დაპირა.თბილისში მყოფ ყიზილბაშებს ყარაბაღის ბეგლარბეგი დაეხმარა სარდალმა შეუმჩნევლად გაიარა ქვემო ქართლი და მოულოდნელად თავს დაესხა ქართველებს.საგუშაგოს მეთაური ფარეშა გერმანოზიშვილი აღდგომის ღამეს წირვაზე წასულიყო მახლობელ სოფელში როცა მტერმა ეს ადგილი გაიარა უდარდელი ყარაული გადამწყვეტ მომენტს თავის საგუშაგოზე არ აღმოჩნდა. მტერმა ამით ისარგებლა, თავს დაესხა ციხე- დიდს დაბანაკებულ ქართველებს. გაიმართა სასტკი ბრძოლა.
    სიმონ მეფე თავის ლაშქართან ერთად მხნედ იბრძოდა. მრავალი მამულიშვილი მოიკლა ამ ომში. მათ შორის კახთა მეფის შვილი გიორგი. მიუხედავად ყიზილბაშების დიდი ზარალისა, გამარჯვება მაინც მათ დარჩათ. მეფე სიმონი იძულებული გახდა ბრძოლით გაცლოდა მტერს და შიდა ქართლში წასულიყო. ქართლის მეფეს ყიზილბაშთა წინაშე ქედი არ მოუხრია. ამ ომმაც საქმე საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყვიტა. მტერმა დაინახა, რომ ხმლით ქართლის დამორჩილება შეუძლებელი იყო, ამიტომ ძველ ნაცად ხერხს მიმართა , ზოგიერტი თავადის გადაბირება დაიწყო.სამშობლოს მოღალატეთა შორის იყო მეფის ძმა გამაჰმადიანებული დავითი შემდგომში დაუდხანად წოდებული შაჰთამაზმა მას ქართლისა და თბილისის მეფობა უბოძა, ყიზილბაშთა ლაშქრით საკუთარი ძმის წინააღმდეგ გამოგზავნა. სვიმონმა ორჯერ სასტიკად დაამარცხა დაუდხანი რომელსაც 1569 წელს დამპყრობლის ჯარი მიეშველა. ქართლს სხვა მოღალატეებიც არ აკლდა, მტრებს ქვეყნის ორგული აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მეგზურობდა. ყიზილბაშები ფარცხისს მოადგნენ. მეფე მამაცურად იბრძოდა მაგრამ ზემოთ მოხსენებულმა ქვეყნის გამყიდველმა სვიმონი მცირე ლაშქრით განმარტოებული დაინახა ეს ფაქტი აცნობა ყიზილბაშებს რომლებმაც არ დააყოვნეს და მეფე დაატყვევეს. იგი შაჰთამაზს მიჰგვარეს, შაჰმა სცადა მამაცი მეფის გადაბირება მაგრამ ამაოდ. განრისხებულმა ყაენმა მეფე ალამუთის ციხეში გამოკეტა. კახაბერ ყორღანაშვილს ქართველმა მამულიშვილებმა არ შეარჩინეს ღალატი. ერთხელ, როცა მეწინავე დროშის სარდალი, სიმონ მეფის ერთგული, საჩინო ბარათაშვილი კოჯრის გზაზე მიდიოდა, გელიყარის ციცაბო კლდის თავზე კახაბერ ყორღანაშვილი შემოეყარა. ბარათაშვილმა შეიპყრო იგი და გელიყარის კლდიდან გადააგდო. სიმონ მეფის ქართლში დაბრუნების შემდეგ კი მოღალატის ოჯახსაც იგივე ბედი ეწია. ყორღანაშვილის ცოლი, შვილი და სახლეული შეიპყრეს და იმავე გელიყარის კლდიდან გადააგდეს. სეფიანთა ირანში 1576 წლიდან არეულობა დაიწყო, ამით ისარგებლა ოსმალეთმა 1577 წელს ზავი დაარღვია ერთი წლის შემდგომ კი საქართველოს დაპყრობა დაიწყო ოსმალეთი ბრძოლობდა ირანთანაც ირანის ახალმა შაჰმა შექმნილი ვითარება შეაფასა და სვიმონ მეფე ირანელების წინააღმდეგ საომრად გამოუშვა . ამ დროს ქართლში მოღალატე დაუდხანი მეფობდა რომლის მეფობას მოსახლეობის დიდი ნაწილი არ სცნობდა. დაუდხანმა ირანსაც უღალატა ხონთქრის ჯარს ქართლის ციხეები ჩააბარა თვითონ სტამბულს გაიქცა.სიმონ მეფის ქართლში დაბრუნებისას ოსმალებს უკვე ქართლის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეები დაეპყრათ. რამდენიმე წლის განმავლობაში სიმონი დაუღალავად ებრძოდა ძლიერ მტერს ქართლში ოსმალური წესების შემოღების წინააღმდეგ. იგი შეეცადა ოსმალთა მიერ დაპყრობილი ციხეები თანდათან დაებრუნებინა. არა ერთგზის დაამარცხა ოსმალთა ძლიერი მხედრობა თავისი მცირერიცხოვანი, თავდადებული ლაშქრით. სიმონ მეფემ ლორე დაიპყრო და თბილისის დაპყრობასაც შეეცადა. მაგრამ ოსმალთა ლაშქარმა ლორე ისევ დაიბრუნა და ხატისოფელში მაშავერის ხეობაში დაბანაკდა. დამპყრობლებს მეფე სიმონი ხატისოფლის გამოღმა დაუხვდა. მტრის ჭარბ ძალას მეფემ ხერხი დაუპირისპირა. ქართველებს, ღონისა და იარაღის გარდა, ხშირად ხერხისთვისაც მიუმართნიათ და მტრის რიცხვისათვის დაუპირისპირებიათ. სიმონი მოირთო ელჩად და მივიდა ფაშასთანა. ელჩის ტანისამოსგადაცმულმა მეფემ ქართლის მეფის სახელით მოახსენა ფაშას, „უკვე მეყოფა ამდენი ომი ირანის შაჰისათვის. ჩემთვის სულერთია, თუ ვინ იქნება ჩემი ბატონი - ოსმალთა ბრძანებელი თუ ირანის შაჰიო“. უფრო კი, თქვენთვისაც და ჩემთვისაც, შერიგება აჯობებდაო. ფაშამ სიმონ მეფის სახელით "ელჩის" მიერ წარმოთქმული წინადადება, შერიგების შესახებ, სიხარულით მიიღო და ელჩს მეფესთან თანხმობა დააბარა. ამასობაში მეფემ საბრძოლო განლაგება დაზვერა, მოულოდნელად თავს დაესხა ზავის მომლოდინე ოსმალებს და სატიკად დაამარცხა.1590 წელს კი ირანსა და ისმალეთს შორის დადებილმა ზავმა მთელი საქართველო ოსმალთა საკუთრებად ცნო 1598 წლიდან სვიმონ მეფე ოსმალთა წინააღმდეგ ომის განახლებას შეუდგა 1599 წელს მან გორის ციხე აიღო ცხრათვიანი ალყის შემდგომ ამავე წელს დიდ მარხვაში ქართველებმა ალყა მოხსნეს და ციხეს უკუეცალენ. ოსმალებმა იცოდნენ, რომ ქრისტიანები დიდ მარხვაში ომსა და შუღლს ერიდებიან და სიფხიზლე მოადუნეს. აქაც ხერხმა გაიმარჯვა. სიმონ მეფემ მეციხოვნეთა ამ შეცდომით ისარგებლა და მოულოდნელი თავდასხმისათვის სამზადისს შეუდგა. გორის ციხეს ისევ მიადგნენ კედელზე კიბე აღმართეს და გადაიპარნენ როცა ჯარის დიდი ნაწილი გადავიდა ოსმალებმა მხოლოდ ამის შემდეგ გაიგეს რა ხდებოდა მათ თავს. სულათანმა მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა ჯაფარ-ფაშას მეთაურობით ომი ნახიდურთან მოხდა სადაც მეფე ტყვედ ჩავარდა ტყვეობაში მყოფ მეფეს დიდი წყალობა უბოძა ხონთქარმა, ოღონდ ქართველ მეფეს თავის ხელმწიფედ ეცნო ეს მოძალადე და ქართლზე ოსმალთა ბეგარა დაედო მეფემ ამას არ თანხმდებოდა რის შემდგომაც ედიყულეს ციხეში გამოამწყვდია სწორედ აქვე გარდაიცვალა ქართლის თავდადებული და სასახელო მეფე სვიმონ

სეფიანთა ირანი 

No comments:

Post a Comment