გიორგი X ქართლის მეფე 1600-1606 წწ-ში იგი მეფობამდეც კი იღებდა მონაწილეობას ოსმალთა წინააღმდეგ ყველა ბრძოლაში მაგალითად, როცა სიმონი ნახიდურთან ბრძოლაში ოსმალებს შეება გიორგი გორის ციხეს იცავდა. მამის დატყვევების ამბავი მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო მტერს დაედევნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო 1600 წელს იგი სიონის ტაძარში მეფედ ეკურთხა. ახალმა მეფემ ტახტზე ასვლის დღიდან დაიწყო ზრუნვა დატყვევებული მეფის გამოსახსნელად გიორგის მოციქულებს სულთანმა უზარმაზარი გამოსასყიდი მოსთხოვა და სანამ ეს გამოსასყიდი მოაგროვა სვიმონი გარდაიცვალა ედიყულეს ციხეში ჩატანილი ქონება კი ოსმალებს დარჩათ მეფე განაგრძობდა მათთან ბრძოლას 1601 წელს მტერს ლორე გამოსტაცეს 1603 წელს კი შაჰ-აბასმა ოსმალეთის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ერევნის ციხის ალყის რდოს ქართლ-კახეთის მეფეები გიორგი და ალექსანდრეII თავისთან იხმო ისინი ჯარით გამოცხადნენ შაჰმა ქართველები ციხის მეოთხე მხარეს ჩააყენა თვითონ ციხეს სამი მხრიდან უტევდა ერევნის ციხის აღების შემდგომ შაჰმა გიორგის იმ მოტივით რომ ერთად ებრძოდნენ საერთო მტერს. ლორეს პროვინცია და დებედას ხეობა მოსთხოვა გიორგის წყენა ვერ დაუმალავს და უთქვამს რომ ამ გაწეული სამსახურისათვის შაჰს პირიქით აქეთ უნდა გადაეცა ტერიტორიები ცბიერმა შაჰმა მისი "გულის მოსაგებად" სიუხვე გამოიჩინა მაგარმლორე დაიკავა 1604 წელს გიორგიმ დაიწყო თბილისის ციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა 1605 წელს კი როცა კახეთში აჯანყება დაიწყო აჯანყებულებს დაეხმარა ქართლის მეფეც 1606 წელს მეჯვრისხევს მყოფი გიორგი X მოულოდნელად გარდაიცვალა ქართლის ტახტზე მის ძე ლუარსაბ II ავიდა. მარიამ ჯანბეგაშვილი
მე-9 კლასი
No comments:
Post a Comment