გიორგი XI ძე ვახტანგ შაჰ ნავაზისა (სამუხრანბატონო შტო) ,.
ვახტანგმა V შაჰ ნავაზმა შეძლო თავისი მეფობის პერიოდში აღმოსავლეთ საქართველო გაეერთიანებინა და დასავლეთ საქართველოში თავისი შვილი, გიორგი XI გაემეფებინა.
ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1675 წელს ირანში მიმავალი ვახტანგი გარდაიცვალა, (დაკრძალულია როსტომ ხანის და შაჰ აბასის გვერდით ყუმში) მამის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ირანში წავიდა, სადაც მას მხოლოდ ქართლი დაუმტკიცეს, კახეთი კი ყიზილბაშ ხანს გადასცეს.გიორგი XI (1677-1688) ებრძოდა ქართლის სპარსოფილ თავადებს და ისწრაფოდა დამოუკიდებლობისკენ. ირანის შაჰს ჰუსეინ I-ს (1677-1722) არ მოსწონდა ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესები, მან გიორგის არჩილის დაჭერა დაავალა, რომელმაც ახალციხის ფაშასთან დაამყარა ურთიერთობა. გიორგიმ ბრძანება არ შეასრულა და კახეთის დაკავებასაც შეეცადა. ურჩობისთვის მას შაჰმა ქართლი ჩამოართვა და ირანში გაიწვია, თუმცა გიორგი არ დაემორჩილა და თავისი ძალებით შეეცადა ქართლის დაკავებას, მაგრამ დამარცხდა. 1688 წელს ქართლი სამართავად გამაჰმადიანებულ ერეკლე ნაზარალი-ხანს გადაეცა (1688-1703).ერეკლე I თავიდან უარზე იყო მიეღო მუსულმანობა და ამიტომ ვერ მეფდებოდა , მაგრამ შაჰი მის ტახტზე ასვლას მაინც დათანხმდა ერეკლეს ( ანუ უკვე ნაზარალი ხანის ) მუსულმანობის მიღების შემდეგ . ერეკლემ გამეფების შემდეგ თავი რუსეთის ვასალად გამოაცხადა , და შაჰმა ისევ გიორგი XI- ის დახმარებით ჩამოაგდო აჯანყებული ვასალი. ქართლის დაბრუნება მხოლოდ 1703 წელს შეძლო, თუმცა შაჰმა მას ირანის სპასალარობაც უბოძა და ირანში დატოვა, ქართლში კი ლევანის ვაჟი ვახტანგი, შემდეგში ვახტანგ VI, დაინიშნა ჯანიშინად. (1703-1712)
ჯერ კიდევ შაჰ-აბას I- მა დააარსა ე.წ. დაქირავებული ჯარი , რომელიც აუცილებლად სპარსეთის იმპერიის ეროვნული უმცირესობებისაგან შედგებოდა , და ძირითადად ქართველებისგან. ასეთ ჯარს ხელმძღვანელობდა ყოველთვის ქართველი ვასალი , ან ქართული ტახტის მემკვიდრე , ბატონიშვილი და მისი წოდება ყულარ - აღასი იყო.როდესაც ირანის ერთერთმა პროვინციამ, ავღანეთმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა , ირანის შაჰმა გიორგი XI ( აქ უკვე გამუსულმანებული ), დანიშნა ყულარ - აღასად და ქართველების არმია გაგზავნა ავღანეთში , კერძოდ ყანდაჰარში .
შაჰ - აბასის არმიაში ქართველების ძალისა და ბრძოლისუნარიანობის მრავალი აღწერილობა გვხვდება, აქედან საყურადღებოა ერთ - ერთი : პიეტრო დელა ვალლე , რომელიც ამბობდა : " სპარსული არმიის სიძლიერე ქართველებია , რომლების ამ არმიის უდიდეს და უძლიერეს ნაწილს წარმოადგნენ ". სერ ტომას ჰერბერტი , რომელიც შირაზში იყო 1627 წელს , იგივეს აღნიშნავს , სხვადასხვა დროისთვის ქართველთა რაოდენობა ირანის არმიაში 8- დან 40- ათასამდე მერყეობდა . დევიდ ლანგს მოჰყავს ასევე ფრანგი მოგზაურის ნაამბობი , რომ იგი იცმევდა ქართულ სამოსს , რაც მთელს ირანში შიშსა და მორიდებას განაპირობებდა . სწორედ ,ყულარ-აღასად დაინიშნა მეფე გიორგი
1700 წლისათვის გიორგიმ ( ირანში გურჯინ - ხან ) და მისმა ძმამ ლევანმა თითქმის გაწმინდეს ირანი ავღანელებისაგან . ამ გამარჯვებების საზღაურად შაჰმა ლევანი ირანის მთავარ მოსამართლედ დანიშნა , ხოლო მისი ძე - ქაიხოსრო , ისფაჰანის პრეფექტად . მიუხედავად ამისა , სიტუაცია თავად ყანდაჰარში გაუარესდა აჯანყებულებმა ძალაუფბა ხელში ჩაიგდეს და ირანელი მმართვლები ( გუბერნატორი ) ციტადელში გახლდათ გამოკეტილი . ერთადერთი ხსნა იყო გიორგის გაგზავნა ამ რეგინში და ირანელი მმართვლების გამოხსნა . იმისათვის რომ გიორგის გადაეწყვიტა და დათახმებულიყო ამ მისიაზე , მას სპარსეთის არმიის ხელმძღვანელობა უბოძეს (!) და საქართველოს ტახტზეც აღადგინეს ( ანუ გურჯისტანის ვალად დაამტკიცეს ).
”როგორც დევიდ ლენგი აღნიშნავს , საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება აღწერილობა ამ შეუბრალებელი ექსპედიციისა , აღწერილობის ავტორია საფრანგეთის საელჩოში მომუშავე , საქართველოში მცხოვრები სომეხი კათოლიკი , იოსებ აბისალამიანი . ეს კაცი ისფაჰანში საფრანგეთის კონსულის მდივანი ყოფილა .
იგი აღწერს , რომ გიორგის დაევალა ყირმანის პროვინციის დამორჩილება და ახალგამოცხადებული ადგილობრივი მთავრობის გაუქმება . გიორგი ხელძღვანლობდა 20,000 სპარსთა და 4,000 ქართველთა გაერთიანებულ ლაშქარს . როგორც კი ავღანელებმა შეიტყვეს , რომ გიორგი ედგა ამ ჯარს სათავეში , წინააღმდეგობის გაწევაც კი
ვერ გაბედეს და ყანდაჰარის კარი გაუღეს გიორგის . მან სასტიკად დასაჯა აჯანყების მოთავეები , აღადგინა სპარსული მართველობა და მხოლოდ მსუბუქი არმია (4,000 ქართველი ) დატოვა ყანდაჰარში , დანარჩენი ჯარი კი გაათავისუფლა . რაც შეეხება მირ - ვაისს , აჯნყებულთა ლიდერს , გურჯინ - ხანმა მისი ისფაჰანში ბორკილებდადებული გაგზავნა იკმარა , და შაჰს წერილობით ურჩევდა მის სიკვდილით დასჯას .” მირ-ვეისმა შეძლო თავის დახწევა , რაც საბედისწერო გამოდგა გურჯი მეფისათვის .საინტერესოა რა მოხდა?!
ავღანეთში დაბრუნების შემდეგ მირ ვეისსმა აღიარა ქართველთა უზენაესობა გაიმართა დამეგობრების ნადიმი . ”სუფრის მიმდნარეობისას , თითო ქართველ სტუმარს თითო ავღანელი ემსახურებოდა და დანიშნულ დროს , ჩუმ ნიშანზე , მომსახურე ავღანელებმა ზოგმა ხმალი , ზოგმა ხანჯალი და ზოგმაც კეტი და სხვა იარაღი იშიშვლა . ქართველთაგან ცოტა გადაურჩა ამ უეცარ თავდასხმას , და გიორგიც მათ შორის იყო . ”
აბისალამიანი აღნიშნავს , რომ გიორგის უსაზღვრო სიმამაცემ და მოხერხებულობამ 50 ავღანელი მაინც შეიწირა სანამ ის თავად გამოასალმეს სიცოცხლესო . გიორგიზე თავდამსხმელ ავღანელების ჯგუფს თვითონ მირ - ვაისი ხელმძღვანელობდა და გიორგიც ამ ჯგუფის მიერ ხიშტების მრავალჯერადი ჩაცემით გამოესალმა სიცოცხლეს . ავღანელებმა ადვილად დაიპყრეს ისევ რეგიონი და მირ - ვაისი ეროვნულ გმირად გამოცხადდა
No comments:
Post a Comment