დაუდ ხანი

სწორედ იმ დროს როცა 1562 წელს სიმონ მეფე თბილისის ყიზილბაშთაგან გათავისუფლებისათვის იბრძოდნენ მეფის ძმა დავითი რამდენიმე რენაგანტთან ერთად ირანს გაეშურა, ყაზვინში 1564 წელს შაჰთამაზს ეახლა და ერთგული სამსახური აღუთქვა ქართლისა და სამცხის საათაბაგოს ოთხგზის ამაოხრებელს გაუხარდა მოღალატე დავითის თავის კარზე ხილვა. აქ იგი კეთილად მიიღეს გაამაჰმადიანეს და სახელად დაუდ-ხანი უწოდეს. შაჰმა მისდამი კეთილგანწყობა შვილობის რაყამით დაამტკიცა, და საქართველოში დიდი ლაშქრით გამოუშვა დაუდ-ხანი თბილისში განჯის ხანის დახმარებით შევიდა. ამ საქციელით მოყალატე დავითმა არამარტო თავის ძმა არამედ მთელი ქართლის თავადობა აიმხედრა1567 და 1568 წლებში დიღომთან და სამადლოსთან სვიმონ I-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუდ ხანი დამარცხდა, მაგრამ თბილისი მაინც შეინარჩუნა. 1569 წ. ფარცხისის ბრძოლაში ყორღანაშვილის ღალატის წყალობით სვიმონ I-ის დატყვევების შემდეგ დაუთ-ხანი ქართლის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მეფისა და ერის მოღალატე დაუდ-ხანს მხარი არ დაუჭირა. მისი ხელისუფლება ფაქტიურად მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა.1578 წელს ოსმალეთმა ომი დაიწყო ირანის წინააღმდეგ, ამიტომ არეულობაში ჩავარდნილი ირანის შაჰმა შაჰთამაზის შვილმა სიმონ მეფე გამოუშვა ოსმალების წინააღმდეგ ეს რომ დაუდ-ხანმა გაიგო თბილის ცეცხლი წაუკიდა ირანსაც უღალატა თბილის ცეცხლი წაუკიდა, ქართლის ციხეები ჩააბარა თვითონ კი ჯერ ლორეში შემდეგ სტამბულში წავიდა. სტამბოლში პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოცილებულმა დავით XI-მ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს მოჰკიდა ხელი, რათა მედიცინის მხრივ ჩამორჩენილ საქართველოში გამოეგზავნა. ასე შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო წიგნი "იადიგარ-დაუდი". ეს მთარგმნელობითი საქმიანობა სასარგებლო იყო მაგრამ, ამან ოდნავაც ვერ გადაფარა მისი საშინელი საქმეები . დავითი სამშობლოში 1587 წელს დაბრუნდა და აქ გარადაიცვალა . თუ როდის ცნობილი არ არის.

No comments:

Post a Comment